“მაინ კამპფი” გერმანიაში ბესტსელერი გახდა

წიგნი “ჰიტლერი. Mein Kampf. კრიტიკული გამოცემა” გერმანიაში ბესტსელერი გახდა, რამაც მიუნხენის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომლების გაოცება გამოიწვია – ისინი არიან წიგნის გამომცემლები – ინსტიტუტის დირექტორმა ანდრეას ვირშინგმა მედიასთან განაცხადა.
თავდაპირველად წიგნი 4 ათას ცალად დაიბეჭდა. “უკვე 85 ათასი გავყიდეთ. იანვრის ბოლოს კი მეექვსე ტირაჟი გამოვა… ამას არავინ ელოდებოდა” – განაცხადა ვირშინგმა. მისი თქმით, თავდაპირველი აჟიოტაჟი პროფესიონალურმა დისკუსიამ გამოიწვია, ტექსტის შესწავლა და პროფესიული შეფასება მოხდა. მან ასევე თქვა, რომ ცალსახად სადავოა უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში წიგნის ტექსტი.

ვირშინგმის თქმით, მზადდება Mein Kampf-ის ფრანგული რედაქცია. “ეს სიტყვა-სიტყვითი თარგმანი იქნება” – თქვა ინსტიტუტის დირექტორმა.

banner
წინა სტატიაშიისრაელის პოლიციამ პრემიერი ნეთანიახუ დაკითხა
შემდეგი სტატიამარინ ლე პენმა ყირიმის რეფერენდუმი აღიარა