ისრაელის პოლიციამ პრემიერი ნეთანიახუ დაკითხა

ისრაელის პოლიცამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიახუ იერუსალიმში, საკუთარ რეზიდენციაში დაკითხა საქმის გამო, რომელიც კორუფციას ეხება. თვითონ ქვეყნის მეთაური ბრალდებას უარყოფს და ოპონენტებს მოუწოდებს “ზეიმი არ იჩქარონ”. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პრემიერს სამი გამომძიებელი ესტუმრა.
პრემიერ-მინისტრს ბრალი ედება ადგილობრივი და უცხოელი მეწარმეებისგან მიღებული საჩუქრების არასწორ გაფორმებაში – საუბარია ასობით ათას შეკელზე (ათობით ათას ლარზე). პრემიერის მოქმედება მის მოვალეობას, შეინარჩუნოს ხალხის ნდობა, არღვევს – წერს Jerusalem Post-ი.

banner
წინა სტატიაშირომის პაპმა ეპისკოპოსებს მოუწოდა შეუწყნარებლები იყვნენ პედოფილებისადმი
შემდეგი სტატია“მაინ კამპფი” გერმანიაში ბესტსელერი გახდა