მარინ ლე პენმა ყირიმის რეფერენდუმი აღიარა

საფრანგეთში პრეზიდენტობის კანდიდატმა, “ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა მარინ ლე პენმა აღიარა, რომ ის ყირიმის რუსეთთან მიერთებას უკანონოდ არ თვლის.
“რეფერენდუმი ჩატარდა. ყირიმის მოსახლეობამ რუსეთთან მიერთება მოისურვა. ვერ ვხედავ საბაბს საიმისოდ, რომ ეს საკითხი ეჭვქვეშ დავაყენო” – პოლიტკოსმა განაცხადა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მოსკოვსა და პარიზს შორის ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის ფარგლებში თანამშრომლობა განმტკიცდეს.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაში“მაინ კამპფი” გერმანიაში ბესტსელერი გახდა
შემდეგი სტატიაუცნობმა წარწერა Hollywood-ი მარიხუანას “პატივსაცემად” გადააკეთა