მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი წელს მრევლის გარეშე შესრულდა. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ეკლესიის წარმომადგენელი იმყოფებოდა.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

 

სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თელ-ავივის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს საქართველოშიც ჩამოიტანს. ტრადიციულად, თბილისის აეროპორტიდან მას სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.

banner
წინა სტატიაშიკოსნტანტინე გამსახურდია მეუფე იაკობზე
შემდეგი სტატია„ბიჭებმა მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ… ლოცვა–კურთხევას გაძლევთ“