“ქართული ოცნების” ლიდერი გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის განცახდებას აფასებს, რომელიც მან თავდაცვის ძალების 33 წლის იუბილეზე გააკეთა. მმართველი გუნდის წევრი სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ სამხედროების წინაშე გამოსვლა პრეზიდენტისთვის შეუსაბამო იყო.
“მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა, არაადეკვატურია, უტიფარია სამხედროების წინაშე გამოსვლა. მთავარსარდლისგან ელოდებოდა შეგულიანებას, გვერდში დგომას, მოტივირებას. რაც შეეხება მავნებლობას, მე მავნებლობაც ვთქვი, უტიფრობაც ვთქვი, ორმაგი სტანდარტიც ვთქვი, რაც ახასიათებდა ამ გამოსვლას, რომელიც ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, – თქვა ვოლსკიმ.
თავდაცვის ძალების 33 წლის იუბილეზე პრეზიდენტმა ჯარს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ ქვეყანაში შავ-ბნელი ძალები გააქტიურდნენ.