„ბიჭებმა მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ… ლოცვა–კურთხევას გაძლევთ“

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 18, 2020 16:56

„ბიჭებმა მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ… ლოცვა–კურთხევას გაძლევთ“

ქუთაისის ერთ-ერთ ტაძარში სასულიერო პირმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ მრევლს კურთხევა მისცა, მთავარი არხის ჟურნალისტი გაკოჭონ და პოლიციასაც გამოუძახონ.

დეკანოზმა ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე ღვთისმსახურებისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

“ფორთოჩკაში შეგიყვიათ ეს ვიდეოკამერა და ნაგლობთ. ქრისტიანად რომ მოგაქვთ თავი, ორმაგად დაისჯებით”, – ისმის სასულიერო პირის ხმა ვიდეოში, რომელიც მთავარმა არხმა გაავრცელა.

მთავარი არხი ამბობს, რომ დეკანოზი სიუჟეტმა გააღიზიანა, რომელიც სასულიერო პირების მიერ ბზის გაყიდვას შეეხებოდა.

“ასეთი თავხედობა ჩვენს ეკლესიაში არ დაუშვათ. შენ ვიდეოს შეაბრუნებ, რომელიმე დედაკაცი გადით გარეთ და პატრულს დაურეკეთ, რომ ეკლესიაში შემოვიდნენ ტელეგადაღებები და წირვაში ხელს გვიშლიან. პირდაპირ ბიჭებმა მოკიდეთ ხელი და გაკოჭეთ. არ დაგემორჩილებათ? დაიმორჩილეთ.პირდაპირ ოცვა-კურთხევას გაძლევთ. რანაირი სპორტსმენები გაუზრდია ანაგას და რანაირი ძალა გვაქვს, იმასაც ვანახებთ. ხელის დარტყმა არა, გაკოჭეთ. ათ კაცს გაკოჭავთ, იმნაირი მუტრკუები ხართ. ასე ეკუთვნით და ჩავაბაროთ პატრულს”, – თქვა დეკანოზმა ქადაგებაში.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 18, 2020 16:56

Google სტატისტიკა


8,382
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics