როდესაც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს ამგვარად შეურაცხყოფ ქართული ჯარის წინაშე, შენ შეურაცხყოფ თავად ქართულ ჯარს – ბოკუჩავა

ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა საქართველოს პრემიერს პრეზიდენტის შეურაცხყოფის გამო აკრიტიკებს. ოპოზიციის წევრის თქმით, ქართული ჯარის წინაშე ქვეყნის მთავარსარდლის შეურაცხყოფა, ქართული ჯარის და სრულიად სახელმწიფოს შეურაცხყოფაა.

“როდესაც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს ამგვარად შეურაცხყოფ ქართული ჯარის წინაშე, შენ შეურაცხყოფ თავად ქართულ ჯარს და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობასაც კი. ეს არის ივანიშვილის მარიონეტთა მთავრობის რეალური სახე, რომლისთვისაც არანაირი ფასი და ღირებულება არ აქვს არც ქართულ ჯარს და არც საქართველოს ნებისმიერ სხვა ინსტიტუციას, – ამბობს ბოკუჩავა.

თავდაცვის ძალების 33 წლის იუბილეზე პრეზიდენტმა ჯარს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ ქვეყანაში შავ-ბნელი ძალები გააქტიურდნენ.

banner
წინა სტატიაშივერ ამოატრიალებთ საქართველოს – ქადაგიშვილი ოპოზიციას
შემდეგი სტატიაევროკომისიის გენერალური დირექტორი თბილისში ჩამოდის