ირაკლი ქადაგიშვილმა სალომე ზურაბიშვილი ისევ კონსტიტუციის დარღვევასა და სახელმწიფო ინტერესების ფეხქვეშ გათელვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ზურაბიშვილს პასუხი უფლისგან და ქართული საზოგაოდებისგან გაეცემა.
“პრემიერ-მინისტრმა ყველაფერი ზუსტად თქვა. ანუ ის ღალატი, ის კონსტიტუციის შეურაცხყოფა, ის სახელმწიფო ინტერესების ფეხქვეშ გათელვა და გლობალური ომის პარტიის ნარატივის გავრცელება, რასაც სალომე ზურაბიშვილის ავრცელებს, ამაზე პასუხი მოეთხოვება უფლისგანაც და ქართული საზოგადოებისგანაც, – ამბობს ქადაგიშვილი.
თავდაცვის ძალების 33 წლის იუბილეზე პრეზიდენტმა ჯარს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ ქვეყანაში შავ-ბნელი ძალები გააქტიურდნენ.