ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი – სევეროდონეცკის 70%-ს რუსული მხარე აკონტროლებს

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსული მხარე ახლა, ქალაქ სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებს, რომელიც რუსული ძალების მთავარ სამიზნეს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

„ტელეგრამში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში გაიდაიმ აღნიშნა, რომ ქალაქი ლისიჩანსკი მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშ არის.

„რუსული ძალები სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ. უკრაინელმა ჯარებმა უფრო ხელსაყრელ, წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე დაიხიეს. მეორე ნაწილი ქალაქის შიგნით ბრძოლას აგრძელებს. ლისიჩანსკი მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშ არის. ლუგანსკის რეგიონის ყველა თავისუფალი დასახლება მუდმივი ცეცხლის ქვეშ არის. ევაკუაცია შეჩერებულია“, – წერს გაიდაი.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიამ დანიას არ მისცა უფლება, უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორი მიეწოდებინა – მედია
შემდეგი სტატიაგოცირიძე – ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, იდევნება თავისუფალი მედია, არ არსებობს კონსტიტუცია და არსებობს ერთი ფულიანი ადამიანის ნება, ეს იყო EPP-ის ყრილობის მესიჯი