გოცირიძე – ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, იდევნება თავისუფალი მედია, არ არსებობს კონსტიტუცია და არსებობს ერთი ფულიანი ადამიანის ნება, ეს იყო EPP-ის ყრილობის მესიჯი

ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, იდევნება თავისუფალი მედია, არ არსებობს კონსტიტუცია და არსებობს ერთი ფულიანი ადამიანის ნება, ეს იყო EPP-ის ყრილობის მესიჯი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ კრიტიკის საპასუხოდ, გოცირიძე აღნიშნავს, რომ „ევროპის სახალხო პარტიას“ უმრავლესობა აქვს ევროპარლამენტში, სადაც საქართველოს ბედი წყდება.

„ზოგიერთებს „ევროპის სახალხო პარტია“ ჰგონია პარტია. ეს არის მმართველი პარტიების გაერთიანება, რომელსაც უმრავლესობა აქვს ევროპარლამენტში და რომლის წარმომადგენლები ევროკავშირის მმართველ სტრუქტურებში წამყვან პოზიციებზე არიან. ამ პარტიათა ალიანსით წყდება ევროპის და თუ გნებავთ, მსოფლიოს ბედი, მათ შორის, საქართველოს მომავალი ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით და როცა ამ პარტიის ალიანსის ყრილობაზე სააკაშვილის მიმართვას კითხულობს დონალდ ტუსკი, როცა მისი ადგილი ცალკეა გამოყოფილი, ევროპისთვის და თუნდაც, საქართველოს ხელისუფლებისთვის რა უნდა იყოს ამაზე დიდი სიგნალი, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, იდევნება თავისუფალი მედია, არ არსებობს კონსტიტუცია და არსებობს ერთი ფულიანი ადამიანის ნება, ეს მესიჯი იყო იქ,”- განახადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშილუგანსკის ოლქის გუბერნატორი – სევეროდონეცკის 70%-ს რუსული მხარე აკონტროლებს
შემდეგი სტატიაძმებ დავით და გურამ კაკულიებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა