შვეიცარიამ დანიას არ მისცა უფლება, უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორი მიეწოდებინა – მედია

შვეიცარიამ დანიას არ მისცა უფლება, უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორი „ფირანჰა III“ მიეწოდებინა.

აღნიშნული ჯავშანტექნიკა შვეიცარიული წარმოებისაა და დანიის მთავრობას სურდა, უკრაინისთვის 20 ერთეული სამხედრო დანიშნულების ავტომობილი გადაეცა, თუმცა შვეიცარიის მთავრობამ ინიციატივა დაბლოკა.

დასავლური მედიის ცნობით, ბერნის ნებართვის გარეშე უკრაინის დახმარება შეუძლებელია: ჯავშანმანქანების ყიდვისას დანიამ აიღო ვალდებულება, რომ მესამე მხარისთვის სამხედრო ტექნიკა მხოლოდ შვეიცარიის ნებართვით გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიუსუფაშვილი – ნონა მამულაშვილი ამბობს, პარლამენტიდან წასვლა მინდაო, ვეუბნები, წადი, აქ ჩემ გამო შემოვიდა?
შემდეგი სტატიალუგანსკის ოლქის გუბერნატორი – სევეროდონეცკის 70%-ს რუსული მხარე აკონტროლებს