ლიზ ტრასის განცხადებით, იმუშავებს იმისათვის, რომ ბრიტანელი პატიმრები, რომელთაც პრორუსი სეპარატისტების მიერ დონბასის რეგიონში სიკვდილით დასჯა მიესაჯათ, გამოიხსნას

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ის იმუშავებს იმისათვის, რომ ბრიტანელი პატიმრები, რომელთაც პრორუსული სეპარატისტების მიერ დონბასის რეგიონში სიკვდილით დასჯა მიესაჯათ, გამოიხსნას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

BBC Radio-სთან მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, აწარმოებდა თუ არა მოლაპარაკებებს თვითგამოცხადებული დონეცკის „სახალხო რესპუბლიკასთან“, ტრასმა უპასუხა, რომ იგი გააკეთებს ყველაფერს, რაც პატიმრების გასათავისუფლებლად არის საჭირო.

„მე დავარწმუნე ოჯახები, რომ გავაკეთებ იმას, რაც არის ყველაზე ეფექტური მათ გასათავისუფლებლად. მე ჩვენს სტრატეგიაზე პირდაპირ ეთერში ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ტრასმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობა, ამერიკის შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი – საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია შეტევით, მუქარით მაშინ, როდესაც საქმეს უნდა აკეთებდეს და ახლაც ბრიუსელში იყოს მაღალი წარმომადგენლობითი დელეგაცია