აშშ-ის საელჩო – რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობა, ამერიკის შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს

რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“.

„ფაქტები კი ასეთია:

1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში

2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში

2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში

2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში

ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატო-მ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – ებრაელმა ნაცისტებმა.

დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა“, – აღნიშნულია საელჩოს გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიზარქუა – კელი დეგნანს მინდა შევახსენო, ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია – ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის დაზვერვის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები – პოდოლიაკი და არესტოვიჩი, ანუ მათ უკან რუსეთი დგას?
შემდეგი სტატიალიზ ტრასის განცხადებით, იმუშავებს იმისათვის, რომ ბრიტანელი პატიმრები, რომელთაც პრორუსი სეპარატისტების მიერ დონბასის რეგიონში სიკვდილით დასჯა მიესაჯათ, გამოიხსნას