ლიეტუვამ გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ლიეტუვაში გადაბმული გვალვების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ფერმერები ვარაუდობენ, რომ წელს მოსავალი 50%-ით ნაკლები იქნება. ბევრ მდინარეში წყალი დაშრა, რაც ეკოსისტემას ემუქრება, ფლორას და ფაუნას – ლიეტუვას გარემოს დაცვის მინისტრმა კესტუტის მაჟეიკამ 3 ივლისს განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს. მინისტრის თქმით, გვალვა კლიმატის ცვალებადობამ გამოიწვია.

ივლისში ლიეტუვაში 35,7 გრადუს ცელსიუსი დაფიქსირდა. ლიეტუვას დასავლეთით და მეზობელ ლატვიაში კი სიცხეებისგან გამოწვეულ ხანძრებს ებრძვიან. საგანგებო მდგომარეობის გამო, ლიეტუვას ფერმერებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა შეუძლია ისე, რომ ევროკავშირის წესებს არ დაარღვევს. კესტუტის მაჟეიკამ მეზობელ ბელორუსს მოუწოდა მდინარე ნერისში ვილიას წყალსაცავიდან წყალი ჩაუშვას. ნერისი (ვილია) ბელორუსიდან ვილნიუსში გაედინება, სადაც ნემანს უერთდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში არავინ ჩამოდის თეოლოგირი განათლები მისაღებად
შემდეგი სტატიაევროპარლამენტში ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს