საქართველოში არავინ ჩამოდის თეოლოგირი განათლები მისაღებად

გარდა იმ შიდა საეკლესიო დიდი პრობლემებისა, რაც უმწვავესად გამოვლინდა საქართველოს ეკლესიაში უკანასკნელ წლებში (ნეპოტიზმი, გაუნათლებლობა, ფანატიზმი, ეთნოფილეტიზმი, ობსკურანტიზმი, ჰომოსექსუალური ლობი, არასწორი და მოუწესრიგებელო საკადრო პოლიტიკა, საეკლესიო ფინანსების მოუწესრიგებლობა და გაუმჭვირვლობა, სამღვდელოების უხელფასობა, ჰუმანიტარული და სოციალური საქმიანობის მიზერული მასშტაბი, საეკლესიო კულტურული მემკვიდრეობის გახშირებული დაზიანება სასულიერო პირების მიერ კუსტარული სამუშაობით, ლიტურგიკის გაუმართობა და შესასწორებელი საღვთიმსახურო წიგნები, სინოდის ფიქტიური სახე და გაუმართვი მუშაობა, საეკლესიო ხარისხებში (თვით ეპისკოპოსებადაც კი) პირთა კურთხევა, რომელთაც არასოდეს უსწავლიათ სასულიერო სასწავლებლებში…), განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს საქართვლოს საპატრიარქოს იზოლაციონისტური კრიზისი საგარეო საეკლესიო ურთიერთობებში, რაც, პრაქტიკულად სექტანტური სისტემის მაგვარ მონოლითს წარმოადგენს.

უპირველესად უნდა ითქვას, რომ ინტრონიზაციისთანავე, 1977 წლიდან კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ მიზნად დაისახა აქტიური ურთიერთობა საზღვარგარეთის საეკლესიო ცენტრებთან, რკინის ფარდით დაგმანული და შეწყვეტილი საეკლესიო კავშირების განახლება, რაც წარმატებთ განახორციელა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტის პოსტის დაკავებით, ამ ურთიერთობათა გვირგვინი კი იყო 1990 წელს კოსტანტინოპოლთან მიღწეული შეთანხმება ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის აღიარების (ტომოსი) და საპატრიარქო ტიტულის ცნობის შესახებ. მაგრამ ეს საგარეო ურთიერთობები ჩიხში შედის 1997 წელს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს დატოვებით. ხოლო განსაკუთრებით საგრძნობი შეიქმნა 2010-იან წლებში. ამ კრიზისის კულმინაცია იყო კრეტის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წაუსვლელობა და ბოიკოტირება, რომელსაც 10 ავტოკეფალური ეკლესია დაესწრო და ხელი მოაწერა განჩინებებს, ხოლო ოთხმა (ანტიოქიის, რუსეთის, საქართველს, ბულგარეთის) ეკლესიებმა ბოიკოტი გამოუცხადა (რეალურად ამ სამმა ეკლესიამ ორბიტიდან გამომდინარე განახორცილა რუსული სცენარი). დეტალურად განვიხილოთ საქართველოს საპატრიარქოს ურთიერთობები ავტოკეფალურ ეკლესიებთან:

📌1. ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა (მოსკოვის საპატრიარქოსთან საბჭოთა ხანაში ჩამოყალიბებული უმჭიდროესი კავშირების გამოკლებით) გამომდინარე საერთაშორისო საეკლესიო მოცემულობიდან, საქართველოს ეკლესიას უწევდა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან. მაგრამ 2016 წელს კონსტანტინოპოლის მიერ მოწვეულ კრეტის მსოფლიო კრებაზე წაუსვლელობით და მოსკოვური პოზიციის მხარდაჭერით, რაც პროვოცირებული იყო საეკლესიო კრების ჩაშლის და კონსტანტინოპოლის დასუსტება-დამცირების მიზნით, საქართველოს საპატრიარქოს ურთიერთობა კონსტანტინოპოლთან უკიდურესად გაფუჭდა. მართალია ფანარი (მსოფ. საპატრიარქოს ცენტრი) დიპლომატიურად იქცევა და ზედმეტად არ ძაბავს ურთიერთობას საქ. საპატრიარქოსთან, იმის მიუხედავად, რომ არაერთი ქართველი მღვდელმთავარი და მღვდელი ფანატიკური და პრორუსული პოზიციების საფუძველზე, ლანძღვისა და ცილისწამების კორიანტელს არ იშურებს მსოფლიო პატრიარქის და კონსტატინოპოლის საპატრიარქოსადმი. რა თქმა უნდა, ფანაში ეს ყველაფერი კარგად იციან. მათი თავშეკავებული მოთმინება კი განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ერისადმი პატივისცემის და სოლიდარების გამო.
📌2. ალექსანდრიის და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი თეოდოროსი 2008 წელს ბრძანდებოდა საქართველოში, საქართველოს პატრიარქი კი საპასუხო ვიზიტით მასთან არ ჩასულა;
📌3. ანტიოქიის პატრიარქი იოანე მეათე (ინტრონიზებული 2012 წელს) საქართველოში აქამდე არ ჩამობრძანებულა, წინამორბედი პატრიარქი ეგნატე მეოთხე კი მხოლოდ 1981 წელს ბრძანდებდა ვიზიტით. 1981 წლიდან დღემდე ანტიოქიის ეკლესიის პატრიარქი არ სწვევია საქართველოს საპატრიარქოს. არც საქართველოს პატრიარქი ყოფილა საპასუხო ვიზიტით ანტიოქიის საპატრიარქოში. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად ნულოვანი კავშირია;
📌4. იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე (ინტრონიზებულია 2005 წელს) დღემდე არ ყოფილა ვიზიტით საქართველოში. ურთიერთობა ხაზგამით ცივია, რადგან დასაწყისში მის პატრიარქად არჩევას არ აღიარებდა საქ. პატრიარქი ილია და კვლავ პატრირქად იხსნიებდა გადაყენებულ ირინეოსს. რა თქმა უნდა, ამან დიდად დააზიანა ურთიერთობა იერუსალიმის პატრიარქთან და საპატრიარქოსთან. იერუსალიმის საპატრიარქოსთან ურთიერთობა ასევე დაძაბა საქართ. საპატრიარქოს მიერ ბეთლემსა და ლოდში სამონასტრო კერების თვითნებური დაფუძნების მცდელობამ.
📌5. ასევე უკიდურესად სუსტია ურთიერთობა სერბეთის საპატრიარქოსთან. საქართველოს პატრიარქის ვიზიტი სერბეთში არცერთხელ არ შემდგარა.
📌6. რუმინეთის პატრიარქი დანიელი, არც მისი წინამორბედი პატრიარქი თეოკტისტე არ ყოფილან ვიზიტით საქართველოში. საქართველოს პატრიარქი რუმინეთის ეკლესიას შორეულ 1995 წელს ესტუმრა; ურთიერთობები პრაქტიკულად ნულოვანია;
📌7. ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე (პატრიარქია 2013 წლიდან) არ ყოფილა ვიზიტით საქართველოში, არც პატრიარქი ილია არ სწვევია მას. ბულგარეთის პატრიარქის ვიზიტი საქართველოში უკნასკნელად 1980-იან წლებში შედგა. საქართველს პატრიარქისა ბულგარეთში კი 1990-იან წლებში.
📌8. გარკვეული მიზეზების გამო (ქართველი მოძღვრის და სამრევლოს ნაყოფიერი და აქტიური საქმინობა კვიპროსზე) კვიპროსის ეკლესიასთან დღეს შედარებით უფრო მყარი და პროდუქტიული კონტაქტებია.
📌9. ელადის მთავარეპისკოპოსი იერონიმე (საბერძნეთის ეკლესიის მეთაურია 2008 წლიდან) დღემდე არ სტუმრებია საქართველოს ეკლესიას, რაც მეტყველებს საბერძნეთის ეკლესიასთან სუსტ ურთიერთობებზე, რაც ყოვლად ოდიოზურია.
📌10. ალბანეთის ეკლესიას არასოდეს სწვევია საქართველოს პატრიარქი; თავისთავად, ეს უკვე ურთიერთობათა რეზულტატია.
📌11. ობიექტური მიზეზებით, პოლნეთის ეკლესიასთან შედარებით მეტი კონტაქტებია (წმ. გრიგოლ ფერაძის პერსონა).
📌12. საქართველოს ეკლესიას არ სწვევია დღემდე ჩეხეთის და სლოვაკეთის ეკლესიის ახალი მეთაური, მიტროპოლიტი როსტისლავი (ინტრონიზებულია 2014 წლიდან). არც საქართველოს ეკლესიის მეთაური არ სწვევია მას.

ამ ფონზე, მარტო 2000 წლიდან დღემდე საქართველოს პატრიარქის უამრავი ვიზიტი განხორციელდა მოსკოვის საპატრიარქოში. პოლიტიკური კონიუქტურის გამო მართალია მოსკოვის პატრიარქი კირილე ვერ ჩამოდის საქართვლოში, თუმცა, სამაგიეროდ მისი ემისრები მიტრ. ილარიონ ალფეევის ჩათვლით, წელიწადში რამდენიმეჯერმე სტუმრობენ საქართველოს საპატრიარქოს. ლოგიკური დასკვნები პირუთვნელი მკითხველისთვის მიმინდვია.

P.S. არცერთი მართლმდადიდებელი ეკლესიის საღვთისმეტყვლო სასწავლებელთან საქართველოს საპატრიარქოს, ან მის აკადემია-სემინარიებს დღემდე არ დაუდია თანამშრომლობის მემორნდუმი, არც გაცვლითი პროგრამები არ მოქმედებს, ერთადერთი გამონაკლისია მხოლოდ ფოთი-ხობის ეპარქიის ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, რომელმაც წელს გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი ამერიკის წმ. ვლადიმირის სახ. თეოლოგიურ სასწავლებელთან. ის რამდენიმე ქართველი სტუდენტი, ვინც სწავლობს საბერძნეთის, რუსეთის, თუ ევროპის შესაბამის თეოლოგიურ სასწავლებლებში, პირადი დიდი მონდომების და საქ. საპატრიარქოს მიერ აღმართული წინააღმდეგობრივი ბარიერების თავდადებული ბრძოლით გადალახვის ფასად მოახერხა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არავინ ჩამოდის თეოლოგირი განათლები მისაღებად, რაც აიხსნება ჩვენი საპატრიაროს ჩაკეტილობით, სასწავლებლების დაბალი დონით, უკეთ რომ ვთქვათ, სრული უავტორიტეტობით. არადა ეს ფაქტი იქნებოდა მეტად მნივნელოვანი, საეკლესიო კავშირების გასაძლიებლად, ქართვლოლოგიის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის და ქრთული ენის შესასწავლად და პოპულარიზებისათვის. თუმცა, როგორ უნდა მოვიწვიოთ უცხოელი სტუდენტები, როდესაც ჩვენი საპატრიარქოს სასწავლებლების უმტესობას არ აქვს აკრედიტაცია გავლილი თვით საქართველოს კანონდებლობის ჩარჩოებშიც კი, და ამ დიპლომებს არ აქვთ საერთაშორისო აღიარება.

გიორგი ტიგინაშვილი
თეოლოგი

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – პოლიცია იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ამ ადამიანებს თავს ესხმოდნენ
შემდეგი სტატიალიეტუვამ გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა