ევროპარლამენტში ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს

ევროპის პარლამენტის დეპუტატებმა ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს. კენჭისყრის პირველ ტურში 14-დან 11 ვიცე-პრეზიდენტი უკვე აირჩიეს, მათ შორის არიან მეირიდ მაკგინესი (ირლანდია), პედრო სილვა პერეირა (პორტუგალია), რაინერ ვილანდი (გერმანია), კატარინა ბარლი (გერმანია), ოტმარ კარასი (ავსტრია), ევა კოპაჩი (პოლონეთი), კლარა დობრევი (უნგრეთი), დიტა ხარაზანოვა (ჩეხეთი), ნიკოლა ბერი (გერმანია), ლივია იარუკა (უნგრეთი) და ჰეიდი ჰაუტალა (ფინეთი).
მანამდე ევროპარლამენტის პრეზიდენტად იტალიელი დავიდ-მარია სასოლი აირჩიეს. 63 წლის სასოლი იტალიაში დიდი ხნის მანძილზე ჟურნალისტად მუშაობდა, 2009 წელს პოლიტიკაში წავიდა, სადაც დემოკრატიული პარტიიდან აირჩიეს ევროპარლამენტში, რომელიც იმ დროს ქვეყანას მართავდა. 2014 წელს სასოლი ისევ გახდა ევროდეპუტატი, რომელიც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ევროპარლამენტის წინა პრეზიდენტიც იტალიელი იყო.

banner
წინა სტატიაშილიეტუვამ გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
შემდეგი სტატიაკუშნერის თქმით, ტრამპი მზად არს აბასთან სამშვიდობო გეგმაზე ისაუბროს