ლევან რატიანი : პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კიდევ რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კიდევ რვა გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება, 17-მა კი შესაძლოა, კლინიკა ხვალ დატოვოს.

კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, 17 პაციენტზე პირველადი ტესტის პასუხები უარყოფითია და მათ კორონავირუსზე განმეორებითი კვლევა ჩაუტარდებათ.

„დაახლოებით 700-მდე საეჭვო შემთხვევა იყო სულ შემოყვანილი კლინიკაში, აქედან 119 დადასტურებული შემთხვევა გვყავდა. ამ ეტაპზე კლინიკაში არის 90 ინფიცირებული, დღეისათვის 8 პაციენტი ეწერება ინფიცირებული, ბოლო 24 საათში, რაც ყველაზე მეტად გვახარებს, რადგან მდენი პაციენტი არასდროს გაგვიწერია კლინიკიდან. ასევე პირველადი უარყოფითი პასუხები მოსულია დაახლოებით 17, ველოდებით განმეორებით ტესტის პასუხს, თუ ხვალ მოვიდა 17 უარყოფითი ორჯერადად, ხვალ 17 დატოვებს კლინიკას“ , – განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა შეზღუდვების პირობებში გადაადგილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი : საგანგებო მდგომარეობის, კარანტინის ან იზოლაციის რეჟიმის დამრღვევებისთვის ამნისტიის საკითხი დღის წესრიგში არ დგას