ლევან რატიანი: 3 ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება და მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
მნიშვნელოვანი
- 3 ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება და მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია
სხვა სტატიები
- მარინა ეზუგბაია : კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ხოლო დანარჩენი ორი არსებული პაციენტების კონტაქტებია
- საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 593-მდე გაიზარდა
- ბერდია სიჭინავა – ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 511 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 316 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 382 პირი
თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 57 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ მათგან 8 რეანიმაციაში მკურნალობს.
რატიანის თქმით, 3 ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება და მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო დანარჩენ 2 პაციენტთან “მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ვიტალური პარამეტრები”.
“რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, სახეზეა მწვავე ფილტვის დაზიანების სინდრომი, მწვავე გულის დაზიანების სინდრომი, მწვავე ღვიძლის დაზიანების სინდრომი, რაც მიუთითებს, რომ არის მულტიორგანული უკმარისობა, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები და ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ,”- თქვა ლევან რატიანმა.
კლინიკის დირექტორის განმარტებით, პაციენტი 81 წლისაა.
საქართველოში ამ დროის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 233 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი კი – გარდაიცვალა. მათ გარდა, არის კიდევ 3 ინფიცირებული პაციენტი, რომელიც უცხოეთში (2 – სომხეთში, 1 – თურქეთში) დაინფიცირდა და უკვე დადასტურებული კორონავირუსით შემოიყვანეს საქართველოში სამკურნალოდ.