ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის დიაგნოზით ხუთი ახალი პაციენტი დაემატა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის დიაგნოზით ხუთი ახალი პაციენტი დაემატა და ახლა კლინიკაში ინფიცირებული 17 პაციენტია მოთავსებული.

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მათგან სამის გარდა ყველა პაციენტს აქვს პნევმოვია. ახალი შემთხვევებიდან ერთი პაციენტი მიეკუთვნება ვანის კლასტერს, ერთი სოფელ ფარცხანაყანევის, ორი ქობულეთის მკვიდრი ბებია და ხუთი წლის შვილიშვილია, ერთი პაციენტის (რომელიც ცხელების ცენტრიდან არის გადაყვანილი) ინფიცირების წყარო უცნობია.

მათივე ინფორმაციით, კლინიკას ყავს ერთ გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც კლინიკას დღეს ან ხვალ დატოვებს. კლინიკაში ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მხოლოდ ერთ პაციენტზე მიიღეს.

banner
წინა სტატიაში“არავის არ აქვს საეჭვო სიმპტომები ცაგერსა და ლენტეხში”
შემდეგი სტატიალევან რატიანი: 3 ადამიანი ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება და მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია