ლავროვმა ვაშინგტონთან ურთიერთობის აღდგენის სურვილზე ისაუბრა

მოსკოვი ვაშინგტონთან ურთიერთობის აღდგენას აპირებს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღავნელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მონღოლეთის შიდაპოლიტიკურ უწყებაში ლექციით გამოსვლისას, ლავროვმა აღნიშნა, რომ „რუსეთი არ ესწრაფვის აშშ-ს შეეწინააღმდეგოს, იგივენაირად, როგორც ევროკავშირს ან ნატოს, და არც არასდროს ყოფილა ამის ინიციატორი. ცხადია, რომ კონფრონტაციული განწყობა მხოლოდ ამუხრუჭებს მშვიდობიანი განწყობის ოპტიმალურ ვექტორს“ – თქვა ლავროვმა.
მოსკოვი, მინისტრის აზრით, იმედოვნებს, რომ „რუსეთ-ამერიკის კავშირები თანდათან ნორმალურ ტრაექტორიას დაუბრუნდება. ამის გაკეთება შესაძლებელია ინტერესთა დაბალანსებისას“ – განაცხადა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის პრეზიდენტმა მკურნალობის საკუთარ მეთოდებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიააშშ-მ უკრაინაში შექმნილ დაუსჯელობის სინდრომზე ისაუბრა