აშშ-მ უკრაინაში შექმნილ დაუსჯელობის სინდრომზე ისაუბრა

უკრაინის ხელისუფლება საჭირო ზომებს არ იღებს მთავრობაში კორუფციასთან ბრძოლაში – ამის შესახებ საუბარია აშშ-ს სახელმწიფო დეპატრამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში უკრაინაში ადამიანის უფლებების შესახებ.
„ხელისუფლება, როგორც წესი, არ იღებს ადეკვატურ ზომებს სასამართლო დევნის ან თანამდებობის პირების დასჯის სხვა ზომებს, რომლებმაც კანონი დაარღვიეს, რომლის შედეგადაც ქვეყანაში დაუსჯელობის ატმოსფერო სუფევს“ – საუბარია დოკუმენტში.
სახელმწიფო დეპარატმენტის მოხსენებაში მითითებულია, რომ უკრაინაში სამართალდამცავ სისტემებს „სამოქალაქო ხელისუფლება“ აკონტროლებს, ამიტომ, დოკუმენტის მიხედვით, „სამართალდამცველი ორგანოების მიერ დაუსჯელობის ბოროტად გამოყენება სერიოზული პრობლემაა“.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს The New York Times-მა უკრაინას „კორუფციული ჭაობი“ უწოდა, პოროშენკოს კი – ძველი დროის პროდუქტი.

banner
წინა სტატიაშილავროვმა ვაშინგტონთან ურთიერთობის აღდგენის სურვილზე ისაუბრა
შემდეგი სტატია“ეს შენ გეხება” – საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა