რუსეთის პრეზიდენტმა მკურნალობის საკუთარ მეთოდებზე ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა მკურნალობის საკუთარ მეთოდებზე ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პირდაპირი ჩართვისას, ქვეყანაში წამლების კუთხით შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა და მოყვა იმაზე, თუ მკურნალობის რა მეთოდებს ანიჭებს უპირატესობას – პრეზიდენტის და საზოგადოების საუბრის ჩართვას რუსული არხები პირდაპირ ეთერში აჩვენებენ .
პუტინმა ეჭვი გამოთქვა მოსკოვის მკვიდრების პრეტენზიის სიმართლეში იმასთან დაკავშირებით, რომ აფთიაქის თაროებზე ადგილობრივი წარმოების იაფფასიანი წამლები აღარ არის. „ჩვენ, რამდენიმე წლის წინ ფარმაცევტული წარმოების განვითარების ანონსი გავაკეთეთ. ამ პროგრამაში მიმდინარე წელსაც დაახლოებით 16 მილიონი რუბლი ჩაიდო“ – ხაზი გაუსვა პუტინმა და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ თემას მუდმივად დიდ ყურადრებას უთმობს.
გარდა ამისა, პრეზიდენტს კითხეს, თვითონ რა პრეპარატებს იყენებს, ადგილობრივს  თუ უცხოურს. მან ხაზი გაუსვა, რომ წამლის მიღებას ამჯობინებს სპორტს და ცხოვრების ჯანმრთელ წესს. „ისე, კი, რასაც მაძლევენ იმას ვღებულობ, იქ , ალბათ ჩვენიც ურევია და უცხოურიც. ისინი ძალიან მარტივი წამლებია, ვფიქრობ, ზუსტად რომ იაფფასიანი სეგმენტიდან“ – უპასუხა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ყოფილი მეუღლის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიალავროვმა ვაშინგტონთან ურთიერთობის აღდგენის სურვილზე ისაუბრა