ლავროვი – მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის სრულყოფილი დიალოგი გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფას მოემსახურება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის სრულყოფილი დიალოგი გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

„როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკვე განაცხადა, რუსეთსა და აშშ-ს, როგორც უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ პლანეტის სტრატეგიული უსაფრთხოების თვალსაზრისით. სრულფასოვანი დიალოგი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფას და რეგიონში კონფლიქტების მოგვარებას მოემსახურება”, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ საკონსულტაციო მექანიზმი დაიწყეს.

„რუსეთისა და ამერიკის უწყებათაშორისი დელეგაციების ორი შეხვედრა პროფესიონალურად და საქმიანად წარიმართა. გარდა ამისა, ჟენევაში მიღწეული შეთანხმების თანახმად, განახლდა რუსეთ-ამერიკის დიალოგი ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე,“- აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, მოსკოვი მხარს უჭერს იმას, რომ ამ სფეროში თანამშრომლობა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მავნე გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების ფართო სპექტრს მოიცავდეს და ცალკეული საკითხებით არ შემოიფარგლოს.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
შემდეგი სტატიაივერი მელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს