ივერი მელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტი, ივერი მელაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს – ირკვევა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტში შემავალი სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამსახური საერთოდ გაუქმდა.

მელაშვილი ამბობს, რომ უცნობია რა და ვინ შეითავსებს ამ სამსახურის ფუნქციას.

“მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტია, იქ წამოიწყეს რეორგანიზაცია ჩაატარეს ასე ვთქვათ, ჩემი სამსახური იყო შიგნით, ესე ჰქვია მიწის დელიმიტაცია-დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური, ეს სამსახური გააუქმეს.

ამას ახლა სად გადაიტანენ, როგორ გადაიტანენ, რანაირად გადაიტანენ არ ვიცი, რას აპირებენ და საერთოდ რა აქვთ მოფიქრებული. იმას ვუკავშირებ რაც ხდება ქვეყანაში, რაც ჩემ გარშემოა, კონკრეტულად კიდევ იმას, მეტს არაფერს, ერთი ხელით ნაწერია ყველაფერი ეს, უბრალოდ შემსრულებლები არიან ბევრი სხვადასხვა”, – თქვა ივერი მელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილავროვი – მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის სრულყოფილი დიალოგი გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფას მოემსახურება
შემდეგი სტატიააბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა