ლატვიაში არჩევნებზე პრორუსული პარტია “თანხმობა” ლიდერობს

ლატვიის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 6 ოქტომბერს გაიმართა, ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტია “თანხმობა” ლიდერობს. ეგზიტპოლების მონაცემებით, მათ ხმების 19,4 % აიღეს. მეორე ადგილზე 13,4%-ით ლიბერალური პარტია “განვითარება/კია”. ნაციონალურმა მოძრაობა “ყველაფერი ლატვიისათვის” კი – 12,6% აიღო, პოპულისტურ პარტიას “ვის ეკუთვნის სახელმწიფო” ხმა 11,5%-მა მისცა – “დოიჩე ველე” აქვეყნებს.
ლატვიის ერთპალატიანი პარლამენტის შემადგენლობაში ყველაზე დიდ ფრაქციას (100-დან 24 მანდატი) “თანხმობა” წარმოადგენს, რომელიც 2010 წელს დაარსდა.
არჩევნებში 16 პოლიტიკური გაერთიანება მონაწილეობდა, სამით მეტი, ვიდრე 2014 წლის არჩევნებზე.

banner
წინა სტატიაშიპოლიცია სექსმუშაკებზე ძალადობს და თანაშრომლობას აიძულებს – საია-ის კვლევა
შემდეგი სტატიასაუდელი პრინცი ნავთობროდუქტების ბაზრიდან რუსეთის და ჩინეთის გასვლას პროგნოზირებს