საუდელი პრინცი ნავთობროდუქტების ბაზრიდან რუსეთის და ჩინეთის გასვლას პროგნოზირებს

ოცი წლის შემდეგ რუსეთი სერიოზულად შეამცირებს ნავთობის წარმოებას, ან სულაც გავა ბაზრიდან – Bloomberg-თან ინტერვიუში საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ, მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდმა განაცხადა. ალ საუდის პროგნოზით, შავ ოქროზე მოთხოვნა 2030 წლამდე გაიზრდება “1-დან 1,5%-მდე, შესაძლოა მეტადაც”, რაც მთელი რიგი მეწარმეების ბაზრიდან გადევნას გამოიწვევს, მათ შორის, რუსეთის და ჩინეთის – პრემიერის მოადგილე თვლის. “ვფიქრობთ, რომ, მაგალითად, ჩინეთი მკვეთრად შეამცირებს წარმოებას და გაქრება კიდეც როგორც მიმწოდებელი დაახლოებით 5 წელიწადში” – ამბობს მემკვიდრე პრინცი – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშილატვიაში არჩევნებზე პრორუსული პარტია “თანხმობა” ლიდერობს
შემდეგი სტატიაბერლინი რუსულ “გრუს” კიბერშეტევაში ადანაშაულებს