კუსტურიცამ რუსეთის თავდაცვის მინისტრს სიმღერა მიუძღვნა

სერბმა რეჟისორმა ემირ კუსტურიცამ რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს, როგორც ფესტივალ “არმიის საერთაშორისო თამაშების” სულისჩამდგმელსა და მთავარ ფიგურას, სიმღერა მიუძღვნა.
“ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ მინახავს როგორც ისროდნენ ადამიანები და როგორ კლავდნენ. ჩემი მეგობრის სერგეი შოიგუს წყალობით მოეწყო ოლიმპიადა, სადაც ისვრიან, მაგრამ არ კლავენ. სიმღერა “კომანდანტე” ჩემს მეგობარს სერგეი შოიგუს ეძღვნება” – თქვა კოსტურიცამ რუსულ ენაზე და სიმღერა The no smoking orchestra-ს თანხლებით შეასრულა.
ფესტივალში მონაწილეობას იღებდა 32 ქვეყანა და 189 გუნდი.

banner
წინა სტატიაშითბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს
შემდეგი სტატიატრამპი მაკრონს ელაპარაკა და კანადა გააფრთხილა