თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს.გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ხუთი ტყვია მას შემდეგ ესროლეს, რაც საცხოვრებელ სახლთან, ავტომობილიდან გადმოვიდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, გასროლამდე ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. მათივე ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცს სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა.

ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიპრაღაში გეი აღლუმი გაიმართა
შემდეგი სტატიაკუსტურიცამ რუსეთის თავდაცვის მინისტრს სიმღერა მიუძღვნა