ტრამპი მაკრონს ელაპარაკა და კანადა გააფრთხილა

თეთრი სახლი ავრცელებს, რომ აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო დიალოგი გამართეს. ტრამპმა და მაკრონმა “უსაფრთხოებისა და ვაჭრობის საკითხების ფართო სპექტრზე ისაუბრეს, მათ შორის, ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე” – ნათქვამია განცხადებაში. თვითონ ტრამპმა, რომელიც ნიუ-ჯერსიში საკუთარ გოლფ-კურორტზე იმყოფება, “ტვიტერში” ანალოგიური განცხადება გაავრცელა და დიალოგს “ძალიან კარგი” უწოდა.

თავის მხრივ, ელისეის სასახლემ, ოფიციალურ განცხადებაში თქვა, რომ განიხილეს სირიის, ირანისა და ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი. მასში ვაჭრობის საკითხები ნახსენები არ ყოფილა.
ტრამპმა “ტვიტერში”, ასევე, დაწერა, რომ აშშ და მექსიკა წარმატებით აწარმოებენ სავაჭრო მოლაპარაკებებს. მანკანადა გააფრთხილა, რომ ხელშეკრულება, შესაძლებელია, კანადის გარეშე დაიდოს. “კანადამ ცოტა უნდა დაიცადოს. მათი ტარიფები და სავაჭრო ბარიერები ძალიან მაღალია” – დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიკუსტურიცამ რუსეთის თავდაცვის მინისტრს სიმღერა მიუძღვნა
შემდეგი სტატიადოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა