კულუმბეგოვი: რეინფიცირების რისკის ქვეშ დგება ადამიანი, რაც მეტი დროა გასული ვაქცინაციიდან ან ინფექციის გადატანიდან

თუ ადამიანს კორონავირუსის ინფექცია გადატანილი აქვს „ალფა”, „ბეტა” თუ „დელტა“ ვარიანტით, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რისკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი” – დაცვის შესაძლებლობა არის 50/50-ზე, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გააკეთა.

“ვირუსით რეინფიცირების მაჩვენებელი როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში დაახლოებით ხუთჯერ არის გაზრდილი. დაავადებათა კონტროლის წინასწარი მონაცემებით, ეს 16-17%-ია. რეინფიცირების რისკის ქვეშ დგება ადამიანი, რაც მეტი დროა გასული ვაქცინაციიდან ან ინფექციის გადატანიდან – სამი თვე და მეტი და, რისკის მომატებულია”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე: ვიღაცამ გვითხრას „ბიჭებო, გავდივართ ქუჩაში და თქვენ თუ არ მოხვალთ, იქნებით „ქოცებთან“ მიყიდულები,“ ასე არ ხდება
შემდეგი სტატია“მინიმალური სიმპტომების მქონე ბავშვიც არ უნდა გაუშვას მშობელმა [სკოლაში] ჩვენ ვიცით, ეს პრობლემები არსებობს”