მანჯგალაძე: ვიღაცამ გვითხრას „ბიჭებო, გავდივართ ქუჩაში და თქვენ თუ არ მოხვალთ, იქნებით „ქოცებთან“ მიყიდულები,“ ასე არ ხდება

გვიჭირს ჩვენი კოლეგების დარწმუნება, ოპოზიციურ პარტიებს ვგულისხმობ, რომ აუცილებელია საპარლამენტო საქმიანობის გააქტიურება. არ გამოვრიცხავ ქუჩაშიც შეთანხმებულ საკითხებზე ერთობლივი აქციების გამართვას, მაგრამ ახლა ვიღაცამ გვითხრას „ბიჭებო, გავდივართ ქუჩაში და თქვენ თუ არ მოხვალთ, იქნებით „ქოცებთან“ მიყიდულები,“ ასე არ ხდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არის პარტია, რომელიც მართლაც გეგმით და სტრატეგიით მუშაობს. ჩვენ გვიჭირს ჩვენი კოლეგების დარწმუნება, ოპოზიციურ პარტიებს ვგულისხმობ, რომ აუცილებელია საპარლამენტო საქმიანობის გააქტიურება, ასევე პარლამენტში თანაარსებობა, თანამშრომლობა პარტიების. მე არ გამოვრიცხავ ქუჩაშიც შეთანხმებულ საკითხებზე ერთობლივი აქციების გამართვას, მაგრამ ახლა ვიღაცამ გვითხრას „ბიჭებო, გავდივართ ქუჩაში და თქვენ თუ არ მოხვალთ, იქნებით „ქოცებთან“ მიყიდულები,“ ასე არ ხდება. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთიან სამოქმედო გეგმაზე, სადაც შევთანხმდებით. ჩვენ არანაირი კომპლექსი არ გვაქვს, ნებისმიერ ძალასთან გამოვალთ, დავდგებით, ვიბრძოლებთ იმ უფლებებისთვის, იმ პრობლემების გადაჭრისთვის, რაც ხალხს აწუხებს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ხშირად ხალხის საჭიროებებზე უფრო წინ დგას პარტიული საჭიროებები. საკუთარი თავიდან და საკუთარი პოლიტიკური გადასახედიდან პოლიტიკური პროცესების დაგეგმვამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ. როდესაც ვგეგმავთ რაღაცას, უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკრიტიკული პოზიციის გამო ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაკულუმბეგოვი: რეინფიცირების რისკის ქვეშ დგება ადამიანი, რაც მეტი დროა გასული ვაქცინაციიდან ან ინფექციის გადატანიდან