კოვიდინფიცირების 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა

38 ახალი შემთხვევიდან 22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდან, 7 არის დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 შემთხვევა შემოტანილი და აქედან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და 5 პირზე მიმდინარეობს კვლევა – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 251 პაციენტი მკურნალობს. აქედან 3 კრიტიკულად მძიმე და 15 მძიმე პაციენტია. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 82-ია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ამ ქვეყანაში ჩვილით ვაჭრობა ვერ იქნება დაშვებული
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის