თეა წულუკიანი – ამ ქვეყანაში ჩვილით ვაჭრობა ვერ იქნება დაშვებული

რვა წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემოტანილ აბსოლუტურად რეგულაციების გარეშე სუროგაციას, რომელიც ტრეფიკინგის ღია წყარო იყო შეუქმენით გარკვეული პირობები, რათა ჩვენი შვილებით ვაჭრობა საქართველოში იყოს შეუძლებელი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა სუროგაციის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, როგორც არ იყო მარტოხელა მშობლისთვის სუროგაცია დაშვებული 2012 წლის აპრილში, ისე არ არის ეს დღეს.

​„როდესაც 2012 წლის გაზაფხულზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ქვეყანაში შემოიტანა სუროგაციის ინსტიტუტი, მაშინვე იმ პერიოდიდანვე არ იყო დაშვებული ერთი ადამიანის მიერ სუროგაციის პროცესი, მარტოხელა მშობლის მიერ. შესაბამისად, დღეს აღშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სუროგაცია რომ შემოიტანა საქართველოში, მარტოხელა მშობელს არ მისცა სუროგაციის უფლება ვფიქრობ, არის დაგვიანებული მინიმუმ რვა წლით.

როგორც არ იყო მარტოხელა მშობლისთვის სუროგაცია 2012 წლის აპრილში შესაძლებელი, ისე არ არის ეს დღეს. უფრო მეტიც, რვა წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემოტანილ აბსოლუტურად რეგულაციების გარეშე სუროგაციას, რომელიც ტრეფიკინგის ღია წყარო იყო შეუქმენით გარკვეული პირობები, რათა ჩვენი შვილებით ვაჭრობა საქართველოში იყოს შეუძლებელი“, – განაცახდა წულუკიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „არის მკაცრი რეგულაციები, ჩვილით ვაჭრობა ვერ იქნება დაშვებული ამ ქვეყანაში“.

„ვინც არის ან უნაყოფო წყვილი, ან წყვილი რომელსაც ჰყავს შვილები, მაგრამ უნდა რომ ჰყავდეს სხვა ბავშვი სუროგაციის მეშვეობით, რა თქმა უნდა, მათთვის სუროგაცია კვლავ შესაძლებელია, მაგრამ გარკვეული დათქმებით, რათა არამხოლოდ ბავშვის, არამედ იმ სუროგატი დედის უფლებებიც იყოს დაცული. ძირითადად, ესენი არიან 100 % საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ქალები, რომელთა მუცელს და საშვილოსნოს იყენებენ ის ადამიანები, ვინც ჩამოდიან უცხოეთიდან და სუროგაციის სერვისით საქართველოში ქართველი ქალები ემსახურებიან მოქალაქეებს რომელთა 90 % არის უცხოელი. რა თქმა უნდა, ეს არ იკრძალება, მაგრამ არის მკაცრი რეგულაციები, ჩვილით ვაჭრობა ვერ იქნება დაშვებული ამ ქვეყანაში, ქალთა უფლებები უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში.

რაც შეეხება კლასიკურ ხელოვნურ განაყოფიერებას, აქ არავითარი ახალი რეგულაციის შემოტანის უფლება იუსტიციის მინისტრს არ აქვს და შესაბამისად, არავითარი ახალი რეგულაცია, კლასიკურ ხელოვნურ ინვიტრო განაყოფიერებასთან არ არის. ამიტომ მარტოხელა დედებსაც შეუძლიათ, კლასიკური ხელოვნური განაყოფიერება, როგორც ჰქონდათ დაგეგმილი – აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერში გააკეთონ, ჩაიტარონ და მათ ამაში მხოლოდ და მხოლოდ დიდ წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადები არ გაზრდილა, უბრალოდ, „ევროპულ საქართველოსა“ და „გირჩს“ შეექმნათ დაბრკოლებები, რომ უკანონოდ გადაარეგისტრირონ თავიანთი აქტივისტები
შემდეგი სტატიაკოვიდინფიცირების 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა