კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი თბილისის კლინიკიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. პაციენტს გერმანიაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ის ცოტა ხნის წინ თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა. „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი მას თბილისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში დაუდასტურდა.

პაციენტი თავდაპირველად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, რადგან ტყიბულიდან არის, საკუთარი სურვილით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის, სტაციონარში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ოთხი პაციენტი არის მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დადასტურდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – შიდა ქართლში გლეხს და ფერმერს სჭირდება განსაკუთრებული დახმარება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინიციატივები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მაქსიმალურად იყოს ათვისებული