გიორგი გახარია – შიდა ქართლში გლეხს და ფერმერს სჭირდება განსაკუთრებული დახმარება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინიციატივები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მაქსიმალურად იყოს ათვისებული

შიდა ქართლში გლეხს და ფერმერს სჭირდება განსაკუთრებული დახმარება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ინიციატივები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მაქსიმალურად იყოს ათვისებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შიდა ქართლში, ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე გამოითქვა ინიციატივები, რომელთა ნაწილი ანტიკრიზისულ გეგმაში აისახება.

„დღეს ვიმყოფებით შიდა ქართლში. შეხვედრა გვქონდა ფერმერებთან. ამ რეგიონში გლეხს და ფერმერს სჭირდება განსაკუთრებული დახმარება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის ინიციატივები, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ, მაქსიმალურად იყოს ათვისებული. მათ ჰქონდათ შემოთავაზებები, შენიშვნები, იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც ანტიკრიზისულ გეგმაში ჩავდეთ ნაწილობრივ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, რაც მოსწრებადია“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი თბილისის კლინიკიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია პარტიის საარჩევნო სიაზე – ნუ ვჩქარობთ, ჯერ ჩვენ კონკრეტული ამოცანები გვაქვს – ეს არის პანდემია, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისი