კორონავირუსით გარდაცვლილი 14 პაციენტიდან 8 თბილისში, 4 იმერეთში, 2 კი აჭარაში დაიღუპა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილი 14 პაციენტიდან, 8 თბილისში დაიღუპა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმერეთში კორონავირუსით დაიღუპა 4 პაციენტი, აჭარის რეგიონში კი 2.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 215-ს შეადგენს. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 30 303-ს დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი : ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ჩვენ არ ვაწესებთ სისტემურ შეზღუდვებს, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას წერტილოვანი შეზღუდვებით
შემდეგი სტატიაბერდია სიჭინავა : ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზეა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა, დღეს გამოჯანმრთელდა 603 პირი, სულ გამოჯანმრთელებულია – 11 370