კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 133 ქვეყანაში მიმდინარეობს

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 133 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად 420 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 10 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი – 118 მილიონზე მეტი ვაქცინირებული აშშ-შია, მე-2 ადგილს ჩინეთი იკავებს, სადაც 64.9 მილიონი ადამიანია აცრილი. აშშ-სა და ჩინეთს ევროკავშირი მოჰყვება 55 მილიონი ვაქცინირებულით.

“Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 49.7%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. ისრაელის გარდა ვაქცინაცია განსაკუთრებული სისწრაფით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაერთიანებულ სამეფოსა და ჩილეში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა და ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის ევროკომისარმა COVID-19-სა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს
შემდეგი სტატია“ვიცი, რომ აქედან მკვარდი წაიყვანეს – გარდაცვლილი ექთნის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს