“ვიცი, რომ აქედან მკვარდი წაიყვანეს – გარდაცვლილი ექთნის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს

ახალციხეში, გარდაცვლილ 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძე გვიან ღამით ადიგენის მუნიციპალიტეტში, მშობლურ სოფელში გადაასვენეს. ექთანს კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში ანაფილაქსიური შოკუ განუვითარდა, გუშინ კი თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

ცხედარს ექსპერტიზა თბილისში უკვე ჩაუტარდა, ოჯახი კი ალტერნატიული გამოძიების ჩატარებას ითხოვს და ხელახალ ექსპერტიზას გეგმავს. ოჯახი ფიქრობს, რომ კომაშიჩავარდნილ ექთანს მედიკოსებმა შესაბამისი დახმარება ვერ აღმოუჩინეს.

“მეთვითონ ვიყავი შიგნით, გასიებული იყო, ვიცი, რომ აქედან მკვარდი წაიყვანეს, დავას ვაპირებთ, რომ გავიგოთ რა მოხდა, როგორ, რანაირად. ექიმებს ვადანაშაულებთ, ახალციხეში, დაგვიანებით მოხდა”, – თქვა ნათესავმა, მალხაზ კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 133 ქვეყანაში მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო – სკოლებში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზეა