კორონავირუსის გამო, ოზურგეთის ყველა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

news
ავტ.: news სექტემბერი 28, 2020 13:59

კორონავირუსის გამო, ოზურგეთის ყველა სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან 16 გურიაში გამოვლინდა. სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევები „აჭარა ტექსტილსა“ და დაბა ლაითურს უკავშირდება. მისივე თქმით, მიმდინერეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.

„16 დადასტურებული შემთხვევიდან 13 „აჭარა ტექსტილს“ უკავშირდება და ამ ფაბრიკის თანამშრომლები არიან. ყველა მათგანი უკვე შესაბამის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. მათ, ვისაც არ აქვს დადასტურებული “კოვიდ 19”, მაგრამ დასაქმებულია „აჭარა ტექსტილში“, გადაყვანილი არიან აჭარის საკარანტინო სივრცეში და მათზე დაკვირვება გრძელდება“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

ამასთან, მისივე თქმით, ოზურგეთის ყველა სკოლა მომატებული რისკის გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

news
ავტ.: news სექტემბერი 28, 2020 13:59