ამირან გამყრელიძე : არავითარი კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში არ არის

admin
ავტ.: admin სექტემბერი 28, 2020 13:53

ამირან გამყრელიძე : არავითარი კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში არავითარი კოლაფსი არ არის შექმნილი და შემთხვევების გაზრდილ რაოდენობას ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება.

მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვის რგოლი აქტიურად მუშაობს აჭარაში და აღნიშნული მექანიზმი ეტაპობრივად ხორციელდება დიდ ქალაქებშიც.

„არავითარი კოლაფსი ჯანდაცვის სისტემაში არ არის, ჯანდაცვის სისტემა მართავს. აჭარაში ჩვენ, მთლიანად ჯანდაცვის სისტემამ მივიღეთ სერიოზული გამოცდილება, პირველადი ჯანდაცვის რგოლი აქტიურად ჩაერთო. პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართვა ეტაპობრივად ხორციელდება დიდ ქალაქებშიც, ქუთაისში, ბათუმში. რა თქმა უნდა, იმ მასშტაბით არა, რა მასშტაბითაც ამას ვახორციელებთ აჭარაში. მოგეხსენებათ, მთლიანი შემთხვევებიდან მხოლოდ დაახლოებით ერთი პროცენტია ხოლმე კრიტიკული, 10 პორცენტი არის მძიმე, დანარჩენი საშუალო, მსუბუქი და უსიმპტომო. ამიტომ ამ დიდი რგოლის, ე.წ. 85 პროცენტის მართვა შესაძლებელია კოვიდ-სასტუმროებში, კოვიდ-საკარანტინო სივრცეში და ბინაზე. ამ მექანიზმმა აჭარაში გაიარა სერიოზული პილოტირებადა მთელ ქვეყანაზე გავრცელდება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ სხვა რეგიონებშიც გვექნება ზრდა, მაგრამ თავიდან უნდა ავირიდოთ ფართომასშტაბიანი ისეთი ზრდა, როგორიც უცბად გვქონდა აჭარაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

admin
ავტ.: admin სექტემბერი 28, 2020 13:53