კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 469 თბილისში, 360 აჭარაში, 99 კი იმერეთში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 469 თბილისში, 360 აჭარაში, 99 კი იმერეთში დაფიქსირდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„თბილისში დაფიქსირდა შემთხვევების 40 პროცენტი, რაც შეესაბამება 469 პაციენტს, აჭარაში 30 პროცენტი, ანუ 360, იმერეთში შემცირდა გარკვეულწილად, დღეს არის 99 ახალი შემთხვევა, ქვემო ქართლში -78, შიდა ქართლში – 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში -73, კახეთში – 46, გურიაში – 25, მცხეთა-მთიანეთში -14, სამცხე ჯავახეთში – შვიდი“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 278, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა მარტვილში
შემდეგი სტატიაბათუმის „სათნოების სავანეში“ 12 ხანდაზმული კორონავირუსით დაინფიცირდა