ბათუმის „სათნოების სავანეში“ 12 ხანდაზმული კორონავირუსით დაინფიცირდა

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 19, 2020 11:21

ბათუმის „სათნოების სავანეში“ 12 ხანდაზმული კორონავირუსით დაინფიცირდა

ბათუმის „სათნოების სავანეში“ 12 ხანდაზმული დაინფიცირდა, მათგან ცხრა კოვიდსასტუმროში, სამი კი კლინიკაში გადაიყვანეს.

მოხუცთა თავშესაფრის დირექტორის, დეკანოზ იოანე ბარამიძის განცხადებით, 120 ბინადრიდან 70-მა დაამარცხა კოვიდი, მათ შორის უხუცესი 87 წლისაა, შვიდი ხანდაზმული კი, გარდაიცვალა.

„ახალი შემთხვევები მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, მხოლოდ სამს დასჭირდა სტაციონარი. უმრავლესობამ უკვე დაამარცხა ინფექცია, თუმცა სამწუხაროდ შვიდი მოხუცი გარდაიცვალა. ყველა მათგანს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ჩვენ საკარანტინე პირობებში ვაგრძელებთ საქმიანობას“, – განაცხადა დეკანოზმა იოანე ბარამიძემ.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 19, 2020 11:21