კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 942 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 942 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 189 726 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 158183 გამოჯანმრთელდა, 1790 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1 010 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 869, ხოლო კოვიდსასტუმროში – 3 077.

ამასთან, 12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 780 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: დედისერთა 90 ქოცი პარლამენტში მართლაც ტეხავს…
შემდეგი სტატიაკორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა გაიზარდა