კახა მიქაია: დედისერთა 90 ქოცი პარლამენტში მართლაც ტეხავს…

გიხაროდენციკლიდან: მასპინძელო, მასპინძელო, პარლამენტის კარი გიჭრიალებს…
დედისერთა 90 ქოცი პარლამენტში მართლაც ტეხავს…
ამიტომ, ისევ მინდია უგრეხელიძეს უნდა ვთხოვოთ!
ბატონო მინდია, თქვენი ინიციატივა კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც როგორც მახსოვს, პარლამენტში გასული პარტიების კუთვნილი მანდატების პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიებზე გადანაწილებას (თუ რაღაც ამის მაგვარს) შეეხებოდა…
არ შეიძლება, ეს ცვლილებები პარლამენტში გასული 90 ქოცის მეზობლებს მოვარგოთ?!…
რამდენი ოპოზიციონერი უნდა შემოსულიყო პარლამენტში?!
მგონი 60!!!
ჰო და 30 მეზობელი 30-მა ქოცმაჟორიტარმა მოიყვანოს, 30 კი, სიით გასულმა ქოცებმა ქურდულად გაიყონ. პირველ მეორეზე გაითვალონ და პირველებმა ერთ სხდომაზე მიიყვანონ მეზობლები, მეორეებმა – მეორეზე და პარლამენტიც შედგება!!!
რაც შეეხება პარტიულობას, პარტიულობის დედაც, მთავარია, დარბაზში სკამები შეივსოს…
მერე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის მაგივრად მეზობელ-დეპუტატებმა ყოველ სხდომაზე მასპინძელო, მასპინძელო, პარლამენტის კარი გიჭრიალებს ერთხმად დასჭექონ და პოეტმა- თავმჯდომარე თალავაძემაც ბიძინა ივანიშვილისადმი მიძღვნილი ლექსით გახსნას პარლამენტის სხდომა…
ქართული პარლამენტარიზმის გადარჩენის გზა, არა ელისაშვილის გზაა, არამედ…
ქართული პარლამენტარიზმის გადარჩენის გზა, ჩახუტებაზე, მოფერებაზე, ძმაკაცობაზე და მეზობლობაზე გადის!!!
ამაზე ჯიგრულ პონტს, ბატონო მინდია, თქვენი ინიციატივისთვის სხვაგან ვერსად გაჩითავთ!!!
ასე რომ, ველით თქვენგან ინიცირებულ კანონში შესატან ცვლილებებს!!!
P.S. “ცვლილებების დროა”

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა დონარა კინწურაშვილი
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 2 720 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 942 პაციენტი