კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარაში 115, იმერეთში კი, 203

region
ავტ.: region დეკემბერი 30, 2020 11:10

კორონავირუსის 1 738 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარაში 115, იმერეთში კი, 203

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა-115, იმერეთი-301, ქვემო ქართლი-123, შიდა ქართლი-100, გურია-46, სამეგრელო-ზემო სვანეთი-138, კახეთი-107, მცხეთა-მთიანეთი-32, სამცხე-ჯავახეთი-25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-რვა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 941, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 570, აჭარაში-488, იმერეთში-1 055.

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში – 513, აჭარაში – 101, იმერეთში – 209. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში – 188, აჭარაში – 29, იმერეთში – 52. 1 223 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 458- თბილისში, 541 – აჭარაში, 85 – იმერეთში. 6 238 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 389 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 176, აჭარაში – 78, ხოლო იმერეთში – 13. სულ 6 ოქტომბრიდან – 29 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 069 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 670 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 745 პირი, აჭარაში – 2 800, იმერეთში – 3 660“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

region
ავტ.: region დეკემბერი 30, 2020 11:10