კორონავირუსი კვლავ გლობალურ საფრთხედ რჩება – ჯანმო

ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია კვლავ გლობალურ საფრთხედ რჩება.

ჯანმოს საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება, აღნიშნა, რომ შემთხვევების ზრდა, ვირუსის ევოლუცია და ზეწოლა ჯანდაცვის სერვისებზე რიგ ქვეყნებში ნიშნავს, რომ სიტუაცია კვლავ საგანგაშოა.

ბოლო 2 კვირაში გლობალურად კორონავირუსის შემთხვევები 30%-ით გაიზარდა, თუმცა მოსახლეობის იმუნიტეტის გაზრდამ ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები შეამცირა.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანო გებრეისუსი კომიტეტის განცხადებას დაეთანხმა.

banner
წინა სტატიაშიამხელა წერილს ლოგიკური კონსტრუქციით ის ვერ შექმნიდა – ხუხაშვილი ღარიბაშვილზე
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა, სერგეი მენიაილომ უკრაინის ომში კანტუზია მიიღო