ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა, სერგეი მენიაილომ უკრაინის ომში კანტუზია მიიღო

ჩრდილოეთ ოსეთის არმიის მეთაური, სერგეი მენიაილო, უკრაინაში ომში ჩავიდა და ბატალიონ “ალანიას” მებრძოლებს შეხვდა, რა დროსაც კანტუზია მიიღო – ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამის არხში ვრცელდება.

გამოცემის ცნობით, საბრძოლო ზონაში ყოფნისას, ის მოწინააღმდეგის ჯგუფის ჩასაფრებაში მოჰყვა, ჭურვების ხმაზე კი შოკში ჩავარდა. მეთაურმა ტვინის შერყევა მიიღო. დაშავდა მისი თანმხლები ორი პირიც. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სერგეი მენიაილო საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს აგვისტოს ომში მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება უარყოფს ინფორმაციას, რომ რესპუბლიკის მეთაური სერგეი მენიაილო შოკში ჩავარდა, როდესაც ის კიდევ ერთხელ მივიდა ფრონტის ხაზზე ოსი მებრძოლების მოსანახულებლად.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსი კვლავ გლობალურ საფრთხედ რჩება – ჯანმო
შემდეგი სტატიაჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რუს სად ვებრძვი, უკრაინაში თუ საქართველოში – უკრაინაში მებრძოლი ყოფილი სამხედრო