ამხელა წერილს ლოგიკური კონსტრუქციით ის ვერ შექმნიდა – ხუხაშვილი ღარიბაშვილზე

“ღარიბაშვილის დაწერილი, რომ არ არის ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ, მე ვიცი მისი შესაძლებლობები და ახლა ამხელა გრძელ წერილს, რაღაც ლოგიკური კონსტრუქციით ის ვერ შექმნიდა ნამდვილად, ფიზიკურად ვერ შეძლებდა. წერილის გარეგნული მიზანი, ის რომ თითქოს ყველას დაუმტკიცოს, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილის ქვეყნის მართვაში არ მონაწილეობს. მაგრამ შედეგი, არის საპირისპირო, წერილს როცა კითხულობ გრჩება შთაბეჭდილება, რომ პირიქით ამტკიცებს წერილი, რომ ბიძინა ივანიშვილი არა თუ მონაწილეობს, არამედ ძალიან ღრმად არის პოლიტიკაში. მე რომ მენახა ხელმოწერის გარეშე, მე გარანტირებულად გეტყოდით, რომ ეს არის ბიძინას დაწერილი, იმიტომ რომ ეგრე სხვა არავინ არ წერს, მარტო ბიძინა წერს”, – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის ვრცელ წერილზე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული პორტებიდან ბლოკირებული მარცვლელულის გატანის საკითხზე უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის დელეგაციები ხვალ სტამბოლში გამართავენ შეხვედრას
შემდეგი სტატიაკორონავირუსი კვლავ გლობალურ საფრთხედ რჩება – ჯანმო