კლინტონმა ტრამპს პუტინის მხარდაჭერაში დასდო ბრალი

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა რესპუბლიკელ ოპონენტს, დონალდ ტრამპს რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის მხარდაჭერაში დასდო ბრალი – წერს Reuters-ი.
პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის კომპიუტერების შეტევის უკან რუსი ჰაკერები დგანან.
“ჩვენ ვიცით, რომ ეს (კომპიუტერული შეტევა) რუსმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს. ჩვენ ვიცით, რომ მათ მიერ მოხდა წერილების პუბლიკაციის ორგანიზება და ჩვენ ვიცით, რომ დონალდ ტრამპმა პუტნს საკმაოდ საშიში მხარდაჭერა გამოუცხადა” – თქვა კლინტონმა.

29 ივლისს ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო შტაბის პროგრამა ჰაკერებმა გატეხეს,რომლის შედეგადაც დაახლოებით 30 ათასი შიდა მიმოწერა გასაჯაროვდა.

banner
წინა სტატიაშიროგორ აღმოჩნდა საქართველოს საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები რუსული სპეცსამსახურების ხელში
შემდეგი სტატიაერდორანმა უფლება მიიღო პირდაპირ გასცეს ბრძანებები