ერდორანმა უფლება მიიღო პირდაპირ გასცეს ბრძანებები

ერდოღანმა გაანთავისუფლა უმაღლესი სასწავლებლების ყველა დეკანი

თურქეთის პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც ქვეყნის მეთაურს და პრემიერ-მინისტრს უფლება აქვთ განკარგონ ჯარის მთავარსარდლობა, სამხედრო-საჰაერო ძალები და ფლოტი – წერს Associated Press-ი.

ოფიციალურად, სარდლობა თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, სამხედრო ჰოსპიტალები კი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. პრეზიდენტის განკარგულებით, უმაღლეს სამხედრო საბჭოში შეყვანილი არიან, ვიცე-პრემიერები და საგარეო და შსს მინისტრები. ამდაგვარად, თავდაცვის სისტემაში სამოქალაქო ძალაუფლება იზრდება – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 16 ივლისს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 60 ათასამდე სამხედრო, პოლიციელი, მოსამართლე, ჩინოვნიკები, პედაგოგი და ჟურნალისტი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიკლინტონმა ტრამპს პუტინის მხარდაჭერაში დასდო ბრალი
შემდეგი სტატიაჩეხეთის პრეზიდენტმა ტერორისტებისგან წინააღმდეგ მოქალაქეთა შეიარაღებას მხარი დაუჭირა